საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №507
2017 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 32000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს:
ბ.ა) არაუმეტეს 21250 (ოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.ბ) არაუმეტეს 96970 (ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარის ფარგლებში მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 48600000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.გ) არაუმეტეს 12640 (თორმეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარის ფარგლებში მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 48600000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.დ) არაუმეტეს 48600 (ორმოცდარვა ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 48600000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.ე) არაუმეტეს 14760 (თოთხმეტი ათას შვიდას სამოცი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს:
გ.ა) არაუმეტეს 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის ( კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ.ბ) არაუმეტეს 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში ავეჯის ( კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი