საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1962
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა) არაუმეტეს 2100 (ორი ათას ასი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) არაუმეტეს 19800 (ცხრამეტი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) არაუმეტეს 11940 (თერთმეტი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) არაუმეტეს 110000 (ას ათი ათასი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 8580 (რვა ათას ხუთას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას – არაუმეტეს 52996 (ორმოცდათორმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი