საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2620
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – არა უმეტეს 155585 (ას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას – არა უმეტეს 72000 (სამოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი