საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2067
2017 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) არაუმეტეს 29 820 (ოცდაცხრა ათას რვაას ოცი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ბ) არაუმეტეს 4260 (ოთხი ათას ორას სამოცი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას:
ბ.ა) არაუმეტეს 27385 (ოცდაშვიდი ათას სამას ოთხმოცდახუთი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.ბ) არაუმეტეს 8244 (რვა ათას ორას ორმოცდაოთხი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – არაუმეტეს 1620 (ერთი ათას ექვსას ოცი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 17385 (ჩვიდმეტი ათას სამას ოთხმოცდახუთი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ მიღებულია 05.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2067. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024692.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“, №2067, 05.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024692 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3828172/