საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1512
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1512

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:

ა.ა) არაუმეტეს 5242 (ხუთი ათას ორას ორმოცდაორი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა - დანადგარები ს (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ბ) არაუმეტეს 37440 (ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

       ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – არა უმეტეს 8770 (რვა ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები ს (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი