საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1379
2017 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) არაუმეტეს 39944 (ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ბ) არაუმეტეს 560 (ხუთას სამოცი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.გ) არაუმეტეს 16750 (თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.დ) არაუმეტეს 14750 (თოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ტელე - და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო - ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა . ე ) არაუმეტეს 4700 ( ოთხი ათას შვიდასი ) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე ;
ა.ვ) არაუმეტეს 576000 (ხუთას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ფარგლებში საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 48500000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 6350 (ექვსი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების ძარების, მისაბმელების ან ნახევრადმისაბმელების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 34200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს:
გ.ა) არაუმეტეს 58080 (ორმოცდათვრამეტი ათას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 48600000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ.ბ) არაუმეტეს 31000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ.გ) არაუმეტეს 471000 (ოთხას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არაუმეტეს 18000 (თვრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში ჰაერის კონდიცირების საშუალებების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 42512000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას არაუმეტეს 18600 (თვრამეტი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი : CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 04.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1379. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024111.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1379, 04.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024111 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3741371/