საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №583
2017 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 5 150 (ხუთი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №583. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023402.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №583, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023402 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3623952/