საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1996
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1996

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32320000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 9690 (ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარად;

ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს – ფერადი პრინტერების (CPV-30232130) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 16800 (თექვსმეტი ათას რვაასი) ლარად;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარად;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახლად აშენებული სექტორების მოსაწყობად:

დ.ა) საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარად;

დ.ბ) ტელევიზორების (CPV-32320000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარად;

დ.გ) სხვადასხვა ავეჯის (CPV-3910000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 47760 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას სამოცი) ლარად;

ე) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სასწავლო ღონისძიების ჩატარების მიზნით, ავეჯის (CPV-3910000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 5000 (ხუთი ათასი) ლარად.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 30.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1996. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022323.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1996, 30.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022323 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3412689/