საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№934
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023732
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №934

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1.    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „მუხრანთუბანს“ (ს/კ: 204392068) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, შავთელის ქ. №26-ში, II სართულზე მდებარე 21,95 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.016.028.01.500) შპს „მუხრანთუბნის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქ. №23-ში, I სართულზე მდებარე 14.71 კვ. მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.016.035.01.501) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „მუხრანთუბანი“ უარს განაცხადებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 მარტის №001709617 და 2017 წლის 28 მარტის №001394917 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის (1286 (ერთი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარის) ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       გიორგი კვირიკაშვილი