„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მიღების თარიღი 17.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №847-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.018465
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 17 მაისი 2017 წ. N847-IIს | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონი 04.03.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონი „(ძალადაკარგულია - 17.05.2017, №847)"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 10 მარტის №3 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კანონი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240060.05.001.017625).
მუხლი 2🔗
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში მიეცეს უფლება, განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კოდი 49 00 – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
17 მაისი 2017 წ.
N847-IIს