სს,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი"-ს განცხადება სს,,საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის"აქციათა 95,90011%-ის მესაკუთრე შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის"-4,09989%-ის მფლობელ აქციონერებისგან სავალდებულო მიყიდვის წესის მიხედვით ,აქციათა გამოსყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ (ს/კ 204988022)

 აქციონრების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმე №2/30059-16 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 31 მაისს განხორციელდება სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ (ს/კ 204988022) აქციათა 95,90011 პროცენტის მესაკუთრე შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ (ს/კ 405007200) მიერ დარჩენილი 4.09989% -ის მფლობელი აქციონრებისგან აქციების გამოსყიდვა სავალდებულო მიყიდვის წესის შესაბამისად.

 

აქციათა გამოსყიდვის ფასად სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა 2.45 ლარი.

 

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ (ს/კ 405007200) უზრუნველყო აქციონრებისთვის აქციების შესაბამისი კუთვნილი თანხების დეპონირება საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტში“ (ს/კ 211359206)

 

სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ (ს/კ 204988022) აქციების გამოსყიდვით მიღებული თანხის ასაღებად, აქციონერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სს „გალტ ენდ თაგარტს“ (ს/კ 211359206) მისამართზე: თბილისი, 0102, აღმაშენებლის გამზირი 79;

საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 2444 688,  (+995 32) 2444 658, (+995 32) 2444132;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბროკერო კომპანიას უფლება აქვს ყოფილ აქციონერზე გასცეს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახდენს ამ პირის იდენტიფიცირებას, ანუ თუ მისთვის გადაცემულ გამოსყიდვის რეესტრში  დაფიქსირებულია პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელსაც წარადგენს აქციონერი.

აქციონერებმა, რომლებზეც რეესტრში დაფიქსირებულია საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტის მონაცემები,  აუცილებელია, რომ ახალი პირადობის მოწმობის ან მოქმედი პასპორტის გარდა, წარადგინოს იუსტიციის სახლიდან (სამოქალაქო რეესტრიდან) გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირი ფლობდა საბჭოთა კავშირის დროს გაცემულ პასპორტს შესაბამისი ნომრით; აუცილებელია მოხდეს ყოფილი აქციონერის იდენტიფიკაცია, რისთვისაც  მან უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი  და სააქციო საზოგადოებისგან გაცემული ცნობა, რომ ეს პიროვნება ნამდვილად წარმოადგენდა სააქციო საზოგადოების აქციონერს გამოსყიდვის რეესტრის შედგენის მომენტისთვის. გარდაცვლილი აქციონერების მემკვიდრეებმა უნდა წარმოადგინონ ნოტარიალურად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია რომ მემკვიდრემ სხვა ქონებასთან ერთად მიიღო საკუთრების უფლება გარდაცვლილის აქციებსა და წილებზე. 

აქციოენრებს ვთხოვთ, რომ მომასახურების გამარტივების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, დაუკავშირდნენ სს გალტ ენდ თაგარტს ზემოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე (აგრეთვე შეიძლება მიმართონ ელექტრონული ფოქსტით იმეილზე st@gt.ge), შესაძლებელია მათ კუთვნილი თანხა მიიღონ სს საქართველოს ბანკის შესაბამისი რაიონის სერვისცენტრებში.  ბანკის სერვისცენტრში მისვლის შემდეგ აქციონერი უნდა დაუკავშირდეს სს გალტ ენდ თაგარტს ზემოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე. სს „გალტ ენდ თაგარტი“ (ს/კ 211359206) უზრუნველყოფს ბანკის თანამშრომელთან ერთად მოახდინოს აქციონერის იდენტიფიცირება და მიაწოდოს შესაბამისი თანხის გადარიცხვის დავალების ბილეთი. აქციონერის მიერ ხელმოწერილი დავალების საფუძველზე აქციონერი მიიღებს კუთვნილ თანხას მის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

პატივისცემით,

 

სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ (ს/კ 204988022) 

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის  სს „საქართველოს რეგისტრატორის“ დირექტორი

 

ვახტანგ აროშიძე