შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №566
2017 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ ეთხოვოს, საკუთარი ან/და მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს ქ. თბილისში , კრწანისის რაიონში, გულუას მოედანთან, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №556. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023413.
- სად არის „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“, №556, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023413 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3623654/