შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№566
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ ეთხოვოს, საკუთარი ან/და მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს ქ. თბილისში , კრწანისის რაიონში, გულუას მოედანთან, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი