შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2230
2017 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200) ეთხოვოთ, საკუთარი ან/და მათთვის/მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გულუას მოედანთან არსებულ ქონებაზე (ამჟამად სახელმწიფო საკუთრება), მისი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალში შეტანის შემთხვევაში, შემდეგი სახის ღონისძიებების განხორციელება:
ა) სრული სამშენებლო დოკუმენტაციის (პროექტი) მომზადება (ტექპირობების მოპოვება და ექსპერტიზა);
ბ) მშენებლობის ნებართვის მოპოვება;
გ) სამშენებლო მოედნის მომზადება.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 20.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2230. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024978.
- სად არის „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“, №2230, 20.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024978 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4130581/