შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 2157
განჩინება
საქართველოს სახელით
2017 წლი ს 10 მაისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფო’’;
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 17 დეკემბერს შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ლაშა მიქელაძემ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად მოითხოვა შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ გაკოტრება.
2015 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ დირექტორის ლაშა მიქელაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ (ს/ნ 245426418) მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე კრებაზე აღიარებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები.
2017 წლის 05 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ქეისმენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ და ითხოვა შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“(ს/კ 245426418) გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“გაკოტრების მმართველის მიერ სრულად იქნა მოძიებული და რეალიზებული კომპანიის ქონება, ამასთან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 13 პუნქტის თანახმად, შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენი დარეგისტრირდა კომპანიის ერთადერთ პარტნიორად.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 2 ივნისს 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: – შპს ,,ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს“(ს/კ 245426418) გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე