1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის.
3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ამავე კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების, და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის. 3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ამავე კანონით გათვალისწინებსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფიდეპოზიკუტორი პირებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკეისა და მიკრობანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.
…ფარგლებში მოსთხოვოს მას და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია.“. მუხლი 2 1. საქართველოში ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა და უცხოური ბანკის ფილიალმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 555 მუხლითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის…