⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.06.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2017
ძალის დაკარგვა 05.06.2018
გამომცემი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,746 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2017 მიღება
05.06.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2017 წლის 25 მაისი ქ. თელავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსის 43​1 და 43​2  მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2  მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი“, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  ჩამოწერის აქტის  ფორმა“, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №14 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობის, აგრეთვე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/05/2017, 010250050.35.176.016152). მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი №1 საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  43​1 და 43​2  მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“. (შემდგომში – წესი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმის  ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის  წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის  2 აგვისტოს №669 ბრძანების,  „მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრას  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას  ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი  თანამშრომლები  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან  ა(ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“  (შემდგომში – სამართალსუბიექტი) ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული სამართალსუბიექტის  თანამშრომლები  (შემდგომში – თანამშრომელი). მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება 1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43​1 და 43​2  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ თანამშრომელს, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში. 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის: ა) პირველ პუნქტში შეიტანება: მისი შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი; გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი) მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურდიული პირის შემთხვევაში - დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის  (განსაზღვრულია  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---- მუხლის ----  ნაწილით); ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი); თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტებისას მიეთითება  მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება; ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სახელი, გვარი; დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი, გვარი; კ) მე-10 პუნქტში შეიტანება: მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი, გვარი; დაზარალებულების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი, გვარი; 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან დაზარალებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელი უნდა მოაწერონ ამ პირებმაც. 8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს  მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 11.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი სამართალსუბიექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება,  აღრიცხვის ჟურნალის  წარმოება და შენახვა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. თანამშრომელზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის  ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი)  (დანართი №3). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის  ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან,  ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკვა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება  ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს  პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შენახვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმების ჩამოწერა 1.  გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის დროს; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დანართი №2 ა(ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი   № 000000 ------------------------------------                         ---------------------------------------   1. ოქმის შედგენის თარიღი                              2. ოქმის შედგენის ადგილი  (რიცხვი, თვე, წელი) 3. მე, ა(ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი) 4. დამრღვევი:---------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი),მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურდიული პირის შემთხვევაში-დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის ------------------------ მუხლის -------------------------- ნაწილით. 7. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------         (პირადი ნომერი, სახელი, გვარი) 8.დამრღვევის ახსნა-განმარტება:------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით). 9.ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებ ხელმოწერით: /----------------------------------/                                              /----------------------------------/ (ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა)                                                        (სახელი და გვარი) /---------------------------------/                                            /--------------------------------/ (დამრღვევი პირის ხელმოწერა)                                                             (სახელი და გვარი) 10. ოქმს გავეცანით: ა) მოწმე (ებ)ი (არსებობის შემთხვევაში): ---------------------------------------   -----------------------------      --------------------------------------                მისამართი                                     (ხელმოწერა)                                (სახელი და გვარი) ბ) დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში): ---------------------------------------     -----------------------------    --------------------------------------                 მისამართი                                     (ხელმოწერა)                                (სახელი  და გვარი) დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები: მე ---------------------------------------------------------------------------------------------------------    (დამრღვევი პირის სახელი, გვარი) გავეცანი რა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი. საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხივლის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ------------------------------------------------------------------------------ შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. ბ.ა. დამკვეთი: ა(ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“. დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №3    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი № გაცემის თარიღი ადმინისტრა ციული სამართალ დარღვევის ოქმი N გვარი სახელი თანამდე ბობა ხელმო წერა გვარი სახელი თანამდე ბობა ხელმო წერა ადმინისტრა ციული სამართალ დარღვევის ოქმი N გვარი სახელი თანამდე ბობა დანართი №4 ა(ა)იპ  „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“ აქტი №   „------“ ---------- 2017 წ.   გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ № ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  რაოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების  ექსკლუზიური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილ უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების სისწორეს: (ა)იპ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორი:                                  _____________________ სტრუქტურული ერთეულის  უფროსი:       ____________________ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:                                   ____________________