შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტი’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5038-15
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 201989642)
გენერალური დირექტორი – გიორგი ყორღანაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
მომრიგებელი საბჭოს წევრ ები:
1. პაატა კუნჭულია
2. გიორგი გოგიტიძე
3. გიორგი გვალია
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი ს’’ გადახდისუუნარობის საქმე.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს სამი წევრი: პაატა კუნჭულია, გიორგი გოგიტიძე და გიორგი გვალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ, 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 9 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი