საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №180 |
|
2017 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი |
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დაშვებულია აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მომსახურების გაწევა:
ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; გ) აზარტული თამაშების მოწყობის ორგანიზება, გარდა ფსონის მიღებისა და მოგების გაცემისა; დ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის რეალურ დროში (პირდაპირ ეთერში)); ე) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა; ვ) საკონსულტაციო, მარკეტინგული მომსახურების გაწევა, ასევე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება, მათ შორის რისკების მართვა; ზ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის სერვერების და მოწყობილობების ოპერირება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“?
- „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“ მიღებულია 01.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №180. სარეგისტრაციო კოდი — 040170310.22.033.016980.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.02.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“, №180, 01.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.016980 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3684435/