შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1492-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლ ებ ი – შპს ,,არენა მშენი ’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)
დირექტორი – სერგო უღრელიძე
წარმომადგენელი – ლაზარე ძირკველიშვილი
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. სალომე არჩვაძე
2. ხატია კვასტიანი
3. ზუბიკო შავდათუაშვილი
რეაბილიტაციის მმართველი – შერმადინ გიგოლაშვილი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2016 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „არენა მშენის“ დირექტორმა სერგო უღრელიძემ და მოითხოვა შპს „არენა მშენის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,არენა მშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
2016 წლის 1 აპრილს კრედიტორთა გადაწვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება დაევალა რეაბილიტაციის მმართველს შერმადინ გიგოლაშვილს, მოვალეს შპს „არენა მშენს“და კრედიტორებს: 1) შპს „ფასტ პლუსი 1” – წარმომადგენელი გელა ტყეშელაშვილი, 2) შპს „არენა” – წარმომადგენელი ვასილ ძირკველიშვილი, 3) შპს „უნივერსალი 93“ – წარმომადგენელი გიორგი დარბაიძე და 4) შპს „გზასერვისი” – წარმომადგენელი გიორგი დარბაიძე, შპს „არენა მშენს“ რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადად განესაზღვრა 60 დღე.
2016 წლის 31 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „არენა მშენი ს“ რეაბილიტაციის მმართველმა შერმადინ გიგოლაშვილმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელებისათვის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად.
2016 წლის 23 ივნისს 12:00 საათზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება, სადაც განხილულ იქნა შპს „არენა მშენის” მიმართ რეაბილიტაციის გეგმის მომზადევის ვადის გაგრძელების საკითხი.
სასამართლოში წარმოდგენილ იქნა რეაბილიტაციის გეგმა დასამტკიცებლად.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნებს.
ამავე კანონის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.
მე-3 ნაწილით რეაბილიტაციის გეგმა წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში მოვალე დაძლევს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას.
მე-6 ნაწილის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარდგენისთანავე და ასრულებს 10 დღის ვადაში.
მე-7 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტაციის გეგმის განხილვის პროცესში მომრიგებელი საბჭო კონსულტაციებს აწარმოებს კრედიტორებთან, მოვალესთან და რეაბილიტაციის მმართველთან. კონსულტაციების დროს შესაძლებელია გეგმაში ცვლილებების შეტანა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, „მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება გაკოტრების თაობაზე ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-6, მე-7, 32-ე, 45-ე, 46-ე, 47-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 9 ივნისს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილული და უზრუნვეყოფილი კრედიტორის მიერ მოწონებული რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
1.2. შეწყდეს მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი