სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54 -ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202 906 427) კაპიტალში აქციათა 97.142084%-ის მფლობელი აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ მიერ 2017 წლის 2 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად:
1. დადგენილ იქნა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ კაპიტალის გაზრდის მიზნით 17 715 576 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდას თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) დამატებითი ჩვეულებრივი აქციის გამოშვება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ნომინალური ღირებულებით – თითოეული აქცია 1 (ერთი) ლარი.
2. შეტანილ იქნა ცვლილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 3.1 პუნქტში.
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge.
გენერალური დირექტორი ა. კონცელიძე