„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№895-IIს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.018493
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ  ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისათვის თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.“.

3. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N895-IIს