თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.06.2017
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2017 წლის 5 ივნისი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგი საპატიო წოდება –
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.
მუხლი 2🔗
1.
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თანდართული წესი (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს თერჯოლის „მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის (სერტიფიკატი) ფორმა (დანართი №2).
3.
დამტკიცდეს თერჯოლის“ მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მედლის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თერჯოლის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე. ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თერჯოლის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირს, რომელსაც გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ხელოვნების დარგში განსაკუთრებული მიღწევები, წარმოაჩინა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ან/და სხვა ქვეყნების მაშტაბით. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო და კანდიდატების შერჩევის წესი
1.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2.
საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. საბჭოს წევრებად შეიძლება იქნენ: საკრებულოს, გამგეობის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე უკვე მიენიჭათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები.
3.
საბჭო აწარმოებს დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას.
4.
საბჭოს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
5.
საბჭო გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს საბჭოს სხდომაზე საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
1.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
გ)
საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ)
მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)
საზოგადოებრივ გაერთიანებას (გარდა პოლიტიკური პარტიისა);
ვ)
საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ ათი ადამიანის შემადგენლობით).
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ საბჭოს“, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა)
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
დ)
კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.
მუხლი 5🔗.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება
1.
საბჭოს წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი.
3.
მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება, დაჯილდოების დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცემა მოწმობა, მედალი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წელიწადის ნებისმიერ დროს.
4.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში არაუმეტეს 7 ადამიანს.
5.
მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ფულადი ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელ საბჭოს“. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗.
მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო
1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და უფლებით, რითაც სარგებლობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
მუხლი 7🔗.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულება
1.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
2.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიმღებს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის დამზადებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად.
3.
საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
4.
საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო მოქალაქის წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „თერჯოლის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.
წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისათვის მიენიჭა პირს).
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე
Honorary citizen of terjola municipality
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ______________________ № ბრძანებით
(თარიღი)
By order of the Governor of terjola municipality _____________________№
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
The Title of The Honorary Citizen Was Awarded to
-------------------------- ------------------------------------------
(სახელი და გვარი)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ____________ ___________________
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
Governor of terjola municipality _________________ ___________________
(Name, last name) (signature)
მედლის ფორმა