1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებისა, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“ და „მ“–„ც“ ქვეპუნქტებისა, მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-2 ნაწილის „ა“–„ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, მე-5–46-ე და 48-ე მუხლებისა და I და II დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კოდექსის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის „ა“–„ზ“, „ი“, „კ“, „მ“–„ტ“, „ფ“–„შ“ და „ც“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი (გარდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 ნაწილის „ა“–„ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა), მე-7 მუხლი (გარდა მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 ნაწილისა), მე-8 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა), მე-9 მუხლი (გარდა მე-10 ნაწილისა), მე-10 მუხლი (გარდა მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში), მე-11 მუხლი, მე-12 მუხლი (გარდა მე-7 ნაწილისა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში და პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), მე-14–მე-17 მუხლები, 30-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა), 31-ე მუხლი, 32-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 33-ე–36-ე, 42-ე–46-ე და 48-ე მუხლები და I და II დანართები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), მე-18 მუხლი (გარდა პირველი–მე-3 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-5 ნაწილისა), მე-19 მუხლი (გარდა „დ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლი (გარდა პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 21-ე მუხლი, 22-ე მუხლი (გარდა „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და „ე“ ქვეპუნქტისა), 23-ე მუხლი (გარდა მე-2–მე-5 ნაწილებისა, მე-6 ნაწილისა (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 24-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-3–მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 25-ე მუხლი (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილისა), 26-ე მუხლი (გარდა მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 27-ე მუხლი (გარდა პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში), 28-ე მუხლი (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 და მე-6 ნაწილებისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა) და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 22-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 23-ე მუხლის მე-2–მე-5 ნაწილები, მე-6 ნაწილი (გარდა „ბ.ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 და მე-9 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 24-ე მუხლის პირველი და მე-3–მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 25-ე მუხლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 27-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6–მე-8 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 და მე-6 ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ნაწილში ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.

5. ამ კოდექსის 29-ე მუხლი ამოქმედდეს „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.

6. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტი და მე-11 ნაწილი, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის მე-10 ნაწილი, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ნაწილში, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-7 ნაწილი გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაზე მითითების ნაწილში, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი, მე-19 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 37-ე–41-ე მუხლები ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,1 ივნისი 2017 წ.

N890-IIს

დანართი I

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები

1:

1.1. ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება;

1.2. დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება.

2.10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

3. ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება.

4. ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:

4.1. ბირთვული საწვავის წარმოება ან/და გამდიდრება;

4.2. დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი დონის რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება;

4.3. დასხივებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება სამარხში;

4.4. დასხივებული ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების საწარმოო ტერიტორიის გარეთ შენახვა, თუ დაგეგმილია მათი 3 წელზე მეტი ვადით შენახვა;

4.5. რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.

5.  თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი დნობის ან/და მეორეული დნობის ჩათვლით, აგრეთვე თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით.

6. მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა.

7. აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა: წელიწადში 20 000 ტონაზე მეტი აზბესტ-ცემენტის პროდუქციის წარმოება; წელიწადში 50 ტონაზე მეტი ფრიქციული მასალის წარმოება; წელიწადში 200 ტონაზე მეტი აზბესტის სხვაგვარად გამოყენება.

8. ქიმიური მრეწველობა:

8.1. ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება;

8.2. ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება;

8.3. მარტივი ან/და რთული ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების წარმოება;

8.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან/და ბიოციდების წარმოება;

8.5. ქიმიური ან/და ბიოლოგიური პროცესის მეშვეობით ფარმაცევტული საშუალებების წარმოება;

8.6. ასაფეთქებელი მასალის წარმოება.

9. მაგისტრალური მიწისზედა ან/და მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

10. აეროპორტის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1600 მეტრი ან მეტია.

11. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა.

12. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომლის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 5 კილომეტრია ან 5 კილომეტრზე მეტია.

13. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე გვირაბის ან/და ხიდის მშენებლობა, გარდა იმ ხიდისა, რომელიც შენდება არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად იმავე ხიდის ადგილას ან/და არსებული ხიდის მომიჯნავედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს 100 მეტრის დაშორებით.

14. შიდასამდინარო გზის ან პორტის მშენებლობა, სადაც ხომალდის ტვირთამწეობა 1350 ტონაზე მეტია.

15. საზღვაო პორტის, ხმელეთთან და სხვა პორტთან დაკავშირებული სატვირთო მისადგომის (გარდა საბორნე მისადგომისა) მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელსაც შეუძლია მიიღოს 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ხომალდი.

16. წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება.

17. წელიწადში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება.

18. მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვის ან მიწისქვეშა წყლის ხელოვნური შევსების სამუშაოების წარმოება, როდესაც ამოსატუმბავი და ჩასატუმბავი წყლის მოცულობა წელიწადში 10 მილიონი მ3 ან მეტია.

19. წყლის მდინარის აუზებს შორის გადაგდება (გარდა სასმელი წყლის მილებით გადატანისა):

19.1. როდესაც წყლის გადაგდება წყლის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება და გადაგდებული წყლის მოცულობა წელიწადში 20 მილიონ მ3-ზე მეტია;

19.2. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც იმ მდინარის საშუალო მრავალწლიური ჩამონადენი, რომლიდანაც წყალი გადანაწილდება, წელიწადში 2 000 მილიონ მ3-ზე მეტია და გადატანილი წყლის ხარჯი მდინარის მრავალწლიური მინიმალური ხარჯის 5%-ს აღემატება.

20. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისთვის.

21. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია.

22. 5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია.

23. 800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის, გაზის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე გეოლოგიური დასაწყობების მიზნით ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირებისათვის.

24. მეფრინველეობის ფერმა (85 000-ზე მეტი სადგომით წიწილებისათვის ან/და 60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის) ან/და მეღორეობის ფერმა (10 000-ზე მეტი სადგომით გოჭებისათვის (30 კილოგრამზე ნაკლები) ან/და 6000-ზე მეტი სადგომით ღორებისათვის (30 კილოგრამზე მეტი)).

25. მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება.

26. წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია.

27. ტორფის მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 150 ჰექტარზე მეტია.

28. 220 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, რომლის სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია.

29. 1 000 მ3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია.

30. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება.

31. წელიწადში 1.5 მეგატონა ან მეტი ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) მოპოვება.

დანართი II

საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6416 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №680 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები

1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და აკვაკულტურა:

1. სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა:

1.1. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.2. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ყამირი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.3. სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია;

1.4. 50 ჰექტარი ან 50 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 5 ჰექტარი ან 5 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით;

1.5. 500 ან 500-ზე მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომის მშენებლობა;

1.6. ზღვის ფართობის ათვისება (ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და სხვათა შექმნა).

2. მოპოვებითი მრეწველობა და ბურღვითი სამუშაოები:

2.1. ტორფის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია; მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია;

2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ3-ზე მეტია (გარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);

2.3. სასარგებლო წიაღისეულის ზღვიდან მოპოვება;

2.4. ბურღვითი სამუშაოები თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლის მოპოვების მიზნით;

2.5. ბურღვითი სამუშაოები რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის მიზნით;

2.6. ბურღვითი სამუშაოები მიწისზედა საწარმოო ნაგებობის გამოყენებით ნახშირის, მადნის ან ბიტუმოვანი ფიქლის მოპოვების მიზნით.

3. ენერგიის წარმოება:

3.1. წვის დანადგარი 2 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოებისათვის;

3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისთვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;

3.3. 5 კმ ან 5 კმ-ზე მეტი სიგრძის მილსადენის განთავსება ორთქლისა და ცხელი წყლის გატარებისათვის;

3.4. 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, 110 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის ქვესადგურის განთავსება;

3.5. 100 მ3 ან 100 მ3-ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი წყალბადის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

3.6. ნახშირის ან/და ლიგნიტის ბრიკეტირება;

3.7. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება ან/და შენახვა;

3.8. 2 მეგავატიდან 5 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

3.9. დანადგარი ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებისათვის.

4. ლითონების წარმოება და დამუშავება:

4.1. (ამოღებულია - 26.06.2025, №786).

4.2. შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.3.  ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.4. ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესის გამოყენებით 10 მ3 ან მეტი მოცულობის ავზში ლითონის ან/და პლასტიკური მასალის ზედაპირული წმენდა;

4.5. მანქანათმშენებლობა (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აწყობა) და სატრანსპორტო საშუალების ძრავის წარმოება;

4.6. გემთმშენებლობა;

4.7. საჰაერო ხომალდის მშენებლობა;

4.8. ლითონის ასაფეთქებელი ნივთიერებებით გამოწნეხა;

4.9. ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება.

5. მინერალური ნედლეულის გადამუშავება:

5.1. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება;

5.2. ქვანახშირის დაკოქსვა;

5.3. ასფალტის წარმოება;

5.4. ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება;

5.5. აზბესტის ან/და აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება;

5.6. მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება;

5.7. კერამიკული თიხის წარმოება (გარდა ტრადიციული წესით საოჯახო მეურნეობაში წარმოებისა), კერამიკული პროდუქციის (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის ან ფაიფურის) წარმოება.

6. ქიმიური წარმოება:

6.1. შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება;

6.2. ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება;

6.3. ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა ან/და ექსპლუატაცია.

7. სურსათის წარმოება:

7.1. წელიწადში  25 000 ტონა ან მეტი მცენარეული ან/და ცხოველური ცხიმის წარმოება;

7.2. ცხოველური ან/და მცენარეული პროდუქტის დაკონსერვება წელიწადში 25 000 ტონა ან მეტი პროდუქციის წარმოების მიზნით;

7.3. დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი რძის პროდუქტის წარმოება;

7.4. დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი ლუდისა და ალაოს წარმოება;

7.5. დღე-ღამეში 3 ტონაზე მეტი საკონდიტრო პროდუქციის წარმოება;

7.6. ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღე-ღამეში 300 ან 300-ზე მეტი ცხოველი იკვლება;

7.7. წელიწადში 5 000 ტონა ან მეტი სახამებლის სამრეწველო წარმოება;

7.8. წელიწადში 5 000 ტონაზე მეტი თევზის გადამუშავება;

7.9. დღე-ღამეში 25 ტონა ან მეტი შაქრის წარმოება.

8. ტექსტილის, ტყავის, ქაღალდის წარმოება:

8.1. დღე-ღამეში 10 ტონა ან მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება;

8.2. დღე-ღამეში 1 ტონაზე მეტი ტექსტილის ან/და საფეიქრო ბოჭკოს წინასწარი დამუშავება (რეცხვა, გახამება, მერსერიზაცია) ან/და ღებვა;

8.3. ტყავის თრიმლვა/დამუშავება;

8.4. ცელულოზის დამუშავება.

9. ინფრასტრუქტურული პროექტები:

9.1. 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე სამრეწველო საწარმოთა კომპლექსის განთავსება;

9.2. 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა);

9.3. საკონტეინერო ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

9.4. აეროდრომის მშენებლობა;

9.5. საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია;

9.6. 2 კილომეტრი ან მეტი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის 5 ჰექტარზე ან მეტი განაშენიანების მქონე ფართობზე მოწყობა;

9.7. შიდასამდინარო გზის მოწყობა;

9.8. (ამოღებულია - 26.06.2025, №786).

9.9. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია;

9.10. მგზავრების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ტრამვაის ან/და საბაგირო ხაზის მშენებლობა;

9.11. 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის გაყვანა ნავთობის, გაზის ან ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირების მიზნით;

9.12. 1 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე 5 კილომეტრი ან მეტი სიგრძის წყალსატარი აკვედუკის განთავსება;

9.13. ზღვის სანაპიროს ეროზიის შესაკავებელი სამუშაოები და საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (მაგალითად, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი მოვლა-შენახვისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა.

10. სხვა პროექტები:

10.1. 15 ჰექტარი ან მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე ავტომობილის მუდმივი სარბოლო და საცდელი გზების მოწყობა;

10.2. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება;

10.3. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა);

10.4. (ამოღებულია - 26.06.2025, №786).

10.5. 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;

10.6. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.7. შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.8. ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება.

11. ტურიზმი და დასვენება:

11.1. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე სამთო-სათხილამურო ან/და საბაგირო ტრასის მოწყობა;

11.2. ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა;

11.3. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე მუდმივი საბანაკო და საქარავნო ადგილების მოწყობა;

11.4. 10 ჰექტარზე ან 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის, ატრაქციონების პარკის) გაშენება, გარდა ნაშენ გარემოში არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად დასასვენებელი/გასართობი ადგილების (მათ შორის, სპორტული, სათამაშო, საკემპინგე, საბანაო ადგილებისა და საქალაქო მებაღეობის) მოწყობისა.

შენიშვნა: ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული ერთი და იმავე შინაარსის საქმიანობები, რომელთათვისაც დაწესებულია განსხვავებული ზღვრები, I დანართის შემთხვევაში ექვემდებარება გზშ-ის პროცედურას, ხოლო II დანართის შემთხვევაში – სკრინინგის პროცედურას (გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა