გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№680-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.102647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. II დანართის:

ა) 2.2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ​3-ზე მეტია (გარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);“;

ბ) 3.2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისთვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;“;

გ) 3.5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. 100 მ3 ან 100 მ3-ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი წყალბადის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;“.   

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N680-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2025.
როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №680-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.102647.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №680-IIმს-XIმპ, 12.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102647 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6524577/