საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული მშენებლობის შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.“.
2. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. უნებართვო მშენებლობა
1. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით;
ბ) ქალაქში – 4 000 ლარის ოდენობით;
გ) დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.
2. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − 20 000 ლარის ოდენობით.“.
3. 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას:
ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 800 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 10 000 ლარის ოდენობით;
ბ.გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით;
გ) დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას:
გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით;
გ.ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით;
გ.გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით.“.
4. 136-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქალაქში:
ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 5 000 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 25 000 ლარის ოდენობით;
გ) დაბაში ან სოფელში:
გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით;
გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 22 დეკემბერი 2022 წ. N2484-Xრს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 127. დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ
- მუხლი 130. უნებართვო მშენებლობა
- მუხლი 132. სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 136. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2484-Xრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.05.001.020771.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2484-Xრს-Xმპ, 22.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.020771 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5654080/