საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1007
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს:
ა) 2017 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) 2018 წელს ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის, დაახლოებით, 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა – შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედ დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი