2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1082
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
„2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 30 მაისის წარდგინების საფუძველზე:
1. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის შედეგად, მოწონებულ იქნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შემდეგი კანდიდატურები:
ა) ლადო ჭანტურია;
ბ) სოფიო ჯაფარიძე;
გ) შოთა გეწაძე.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურები 2017 წლის 31 აგვისტომდე წარედგინოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი