2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №830
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის წარდგინების საფუძველზე:
1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურების განხილვის შედეგად, დამტკიცდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შემდეგი კანდიდატურები:
ა) გიორგი ბადაშვილი;
ბ) ალექსანდრე ბარამიძე;
გ) ნანა მჭედლიძე.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურები 2016 წლის 25 მაისამდე წარედგინოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი