„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1557
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021944
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1557

2016 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის  №830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატების ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის მიერ 2016 წლის 22 ივლისის წერილებში საქართველოსათვის მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურების განხილვის შედეგად, დამტკიცდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის შემდეგი კანდიდატურები:

ა) გიორგი ბადაშვილი;

ბ) ალექსანდრე ბარამიძე;

გ) ევა გოცირიძე.“.   

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი