უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1199/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის ბრძანება № 02-1199/ო

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის და 36-ე მუხლების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:      

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. სსიპ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” (ს/კ №205307960) (ფაქტობრივი მისამართი: დმანისი, ნანა დედოფლის ქუჩა №9) ნაცვლად დაფიქსირდეს სსიპ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ (ს/კ №205307960) (ფაქტობრივი მისამართი: დმანისი, ნანა დედოფლის ქუჩა №9) და გაიცეს ახალი ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

  2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

  3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

  საფუძველი: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის დავით ტორუას განცხადება: №56841, 01.06.2017 წ.; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილება №197.

 

სააგენტოს უფროსი                                გია თვალავაძე