ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
ქუჩის სახელდების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
span.PlainTextChar { }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 55.3pt 0in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №64
2017 წლის 9 ივნისი
ქ. გორი
ქუჩის სახელდების შესახებ
2016 წლის 7 ნოემბერს შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თამაზ ტერმაკოზაშვილის განცხადება (მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია №ტ-241; 07.11.2016;), რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მდებარე ცენტრალური უსახელო ქუჩის, რომლის მიმდებარე ტერიტორია განაშენებულია ერთი და ორ სართულიანი სახლებით, ასევე აღნიშნული ქუჩა მოიცავს ხიდს, რომელიც მდებარეობს მდინარე მეჯუდაზე
– სახელდებას. ზემოთაღნიშნულ წერილში მოხსენიებულ ქუჩის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მდებარე ცენტრალური უსახელო ქუჩის, რომლის მიმდებარე ტერიტორია განაშენებულია ერთ- და ორსართულიანი სახლებით, ასევე აღნიშნული ქუჩა მოიცავს ხიდს, რომელიც მდებარეობს მდინარე მეჯუდაზე სავარაუდო სახელს
– ზაზა სირბილაძის ქუჩა
– დაეთანხმა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №8 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მდბარე ცენტრალურ უსახელო ქუჩას, რომლის მიმდებარე ტერიტორია განაშენებულია ერთ- და ორსართულიანი სახლებით, ასევე აღნიშნული ქუჩა მოიცავს ხიდს, რომელიც მდებარეობს მდინარე მეჯუდაზე, დაერქვას ზაზა სირბილაძის ქუჩა.
2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი