საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1171
2017 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მისაღები თანხების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 5 491 694 (ხუთი მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი