საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2252
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2252

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს უფლება,„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №547 და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1280 განკარგულებებით გამოყოფილი თანხებიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს 2016 წლის 30 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და თვითმმართველი ქალაქის − ახალციხის მერიისა და თვითმმართველი თემების − ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურების ჩასატარებლად.

2. 2016 წლის 30 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და თვითმმართველი ქალაქის − ახალციხის მერიისა და თვითმმართველი თემების − ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 4 684 357 (ოთხი მილიონ ექვსას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი