გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №987-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების სახელდების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბალებისხევი, გუდანელები, თოხოლჩა, თრანი, კვირიისხევი, სიონთგორი, ტოლაანთსოფელი, ქვემო კვერნაულა, ღულელები, წყაროთუბანი და ხადოელებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №გ-131. 1312309010 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძალისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
ძალისში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების
შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთისთვის კომპოზიტორის შალვა დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1060 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი.
2. თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ამბროლაურის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური.
3. თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.
4. თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი.
5. თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი.
6. თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე.
7. თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ზუგდიდის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი.
8. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების დამატებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკებით (დანართები №1−№7).
9. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ძიძიგური
ქუთაისი,
15 ივნისი 2017 წ.
N987-IIს