შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტის“ მიმართ რეაბილიტაციის თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 5038 -1 5
განჩინება
საქართველოს სახელით
რეაბილიტაციის თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწვეტილების დამტკიცების შესახებ
2017 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე – შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი “
გენერალური დირექტორი – გიორგი ყორღანაშვილი
წარმომადგენელი – გიორგი ბარათაშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება
გამოარკვია :
2017 წლის 09 ივნისს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ზარაფხანა დეველოპმენტის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს 2017 წლის 09 ივნისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ზარაფხანა დეველოპმენტის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი