სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87 %-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD) გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-15/01-10214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს ლოკო ტრანს კომპანი

„LOKO TRANS COMPANY“ LTD

 

 

სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის  მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD)

გადაწყვეტილება

 

ოცი აპრილი ორი ათას ჩვიდმეტი  წელი

 

საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა  შპს ლოკო ტრანს კომპანიმ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: 9, flat 2, Armery Street, Sliema, SLM 1706, Malta), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, მოქმედებდა რა შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD) წესდების საფუძველზე, განიხილა საკითხი:

 

სს ,,ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების:

1. №8 კორპუსის ფხვნილების მეტალურგიის უბნის შენობა (რეესტრის №071(1));

2. ძველი საქვაბის შენობები (რეესტრის №067(1); (016(2));

3. ახალი საქვაბის შენობა (რეესტრის №068(1));

 ჩამოწერისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

1.    ჩამოწერილ იქნეს სს ,,ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული  ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობები:

1.1. №8 კორპუსის ფხვნილების მეტალურგიის უბნის შენობა (რეესტრის №071(1));

1.2. ძველი საქვაბის შენობები (რეესტრის №067(1); (016(2));

1.3. ახალი საქვაბის შენობა (რეესტრის №068(1)),

და განხორციელდეს მათი დემონტაჟი.

 

2. დაევალოს სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გ. ბოიარსკიხს სს ,,ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების (№8 კორპუსის ფხვნილების მეტალურგიის უბნის შენობა (რეესტრის №071(1)), ძველი საქვაბის შენობები (რეესტრის №067(1); (016(2)), ახალი საქვაბის შენობა (რეესტრის №068(1)) ჩამოწერასთან და დემონტაჟთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ტექნიკური და საბუღალტრო-ფინანსური ქმედებები განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD) დირექტორი

წარმოდგენილი ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით (ხელმოწერილია)