საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 22.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №300
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 15.05.2003
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
დადგენილება (2)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ 08.04.2015
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 07.07.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №300
2017 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
მუხლი 2🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს (შემდგომში – საინვესტიციო სააგენტო) სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – სალიკვიდაციო კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ქრისტინე მეფარიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე;
ნინო ბაბუხადია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი;
დავით მამარდაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ფინანსური მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი;
ნუგზარ უძილაური – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მთავარი ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი.
2. სალიკვიდაციო კომისიამ 2017 წლის 2 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;
გ) საინვესტიციო სააგენტოში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაარქივება/ განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
3. საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლეს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების სააგენტოსთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №334 დადგენილება.
მუხლი 4🔗
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის, მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 2 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი