საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №213
2003 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს “ ფუნქციების, ბალანსზე არსებული ქონებისა და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით:
1. გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო “.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად მოახდინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს “ ლიკვიდაცია.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის“ გადაცემა.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №152 ბრძანებულება „საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შესახებ “.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2003.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“ მიღებულია 15.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №213. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.05.002.002569.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციური გაძლიერების შესახებ“, №213, 15.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002569 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1254610/