აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
„1. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“.
2. 32-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის აპარატის შემადგენლობაში არიან კომისიის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.“.
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 48-ე მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების ხელმძღვანელებს;“.
ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილის, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს;“.
გ) „პ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ2) წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების მივლინების საკითხებს;“.
დ) „პ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ3“ ქვეპუნქტი;
„პ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“.
5. 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ამ რეგლამენტის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი ბიუროს მომდევნო სხდომას გადაეცემა;
გ) ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომისიას, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე მთავრობას;“.
6. მე-80 მუხლის:
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს წარდგენილ კანონპროექტს. კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი. დაუშვებელია ბიუროს სხდომაზე განსახილველად იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც არ არის რეგისტრირებული უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში და რომელსაც არ ახლავს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს დარეგისტრირებისთანავე გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად და ბიუროს სხდომის დღის წესრიგის პროექტს ბიუროს წევრებს გადასცემს ბიუროს სხდომამდე, როგორც წესი, არაუგვიანეს წინა დღისა.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი;
ე) წამყვანი კომისია;
ვ) კანონპროექტის კომისიის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;
ზ) სხვა კომისიები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს;
თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებსა და მე-3 – მე-7 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.
6. ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომისიას, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას, და განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“.
7. 81-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა.
2. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება ან კანონში ცვლილების განხორციელება;
გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილების პროექტის ნუსხა.“.
8. 84-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში სხვა კომისიები, ფრაქციები, მთავრობა, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წამყვან კომისიას გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომისიის დასკვნა, ასევე სხვა კომისიების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი.“.
9. 961 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უმაღლეს საბჭოში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების აღრიცხვას, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად აკონტროლებს მათი განხილვის მდგომარეობას საკანონმდებლო პროცესის განხორციელების სტადიების მიხედვით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ყოველკვარტალურად წარუდგენს ბიუროს და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.“.
10. 97-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 5 დღის ვადაში, წამყვანი კომისიის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტების უფროსების (მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებლების) მიერ ვიზირებისა და სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.“.
11. 1101მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის გრაფიკი, დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მთავრობას – მხოლოდ განხილვის გრაფიკი.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია სხვა კომისიების, ფრაქციების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა დასკვნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარუდგენს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის შემოსვლიდან არაუგვიანეს სამი კვირისა.“.
გ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები 2 დღის ვადაში ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.
12. 1381 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;
13. 140-ე და 141-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 140
უმაღლესი საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომების (სესიების) მომზადება;
ბ) უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომების მომზადება;
გ) უმაღლესი საბჭოს, მისი ბიუროს, კომისიების, ფრაქციებისა და საკითხის შემსწავლელი ჯგუფის სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საკითხების გადაწყვეტა;
დ) უმაღლესი საბჭოს წევრების უზრუნველყოფა პლენარული (რიგგარეშე) სხდომების (სესიების) დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტებითა და სხვა მასალებით;
ე) უმაღლესი საბჭოს პლენარულ (რიგგარეშე) სხდომებზე (სესიებზე) კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა;
ვ) უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ზ) უმაღლესი საბჭოს ბიუროს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, კომისიებისა და საკითხის შემსწავლელი ჯგუფის დავალებების შესრულება;
თ) უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადება;
ი) სესიებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება და უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის მიწოდება;
კ) უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომების (სესიების) და ბიუროს სხდომების ოქმების წარმოება;
ლ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით უმაღლესი საბჭოს, კომისიების, ფრაქციებისა და საკითხის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობის გაშუქება;
მ) უმაღლეს საბჭოში სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, უცხო ქვეყნების დელეგაციათა, დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ნ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების სამსახურებრივი მივლინების ორგანიზება;
ო) უმაღლეს საბჭოში ერთიანი საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
პ) უმაღლესი საბჭოსა და აპარატის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ჟ) უმაღლესი საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის შემუშავება და განხორციელება;
რ) უმაღლეს საბჭოში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნის, მისი გამართულად მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აპარატის საქმიანობის ავტომატიზება და კომპიუტერული მომსახურება;
ს) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა;
ტ) კანონმდებლობით უმაღლესი საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტისათვის ხელის შეწყობა.
1. აპარატს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის დანიშვნის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადად შესაძლებელია მითითებული იყოს კონკრეტული ვადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ვ) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ზ) გარდაცვალება;
თ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ინიციატივა.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ინიციატივით უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს. თუ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატორია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.“.
14. 1411 მუხლი ამოღებულ იქნეს;
15. 1411 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1412 მუხლი:
„მუხლი 1412
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის დანიშვნის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადად შესაძლებელია მითითებული იყოს კონკრეტული ვადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ვ) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ზ) გარდაცვალება;
თ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის ინიციატივა.
4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის ინიციატივით აპარატის უფროსის მოადგილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატორია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. აპარატის უფროსის მოადგილის ფუნქციებს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
16. 142-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, კომისიების აპარატები და ბუღალტერია, რომელთა შემადგენლობას, დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, შესაბამისი დეპარტამენტის, კომისიის თავმჯდომარისა და მთავარი ბუღალტრის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების უფროსებს და მთავარ ბუღალტერს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით, ხოლო კომისიების აპარატების უფროსებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;
გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“.
ჩაქვი, 23 ივნისი 2017 წ. N51-უ.ს.რ.ს. |