შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1217-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/1217-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2017 წლის 19 ივნისი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“

დირექტორი: ვალიკო თავხელიძე

მოთხოვნა: შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გაკოტრება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  2017 წლის 18 მაისს შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ვალიკო თავხელიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორი − სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით − 42277,67 ლარი. სხვა კრედიტორები და დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ამასთან, შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

  2017 წლის 23 მაისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან − არის თუ არა შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ საბანკო ანგარიშების თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე წარმოედგინა ცნობები შესაბამისი ბანკ(ებ)იდან შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე; წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი;

  2017 წლის 14 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა ვალიკო თავხელიძემ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ რის; ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; ცნობა − სსიპ შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების შესახებ და ცნობა ბანკიდან; საწარმოს დირექტორის ბრძანება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება ააიპ-ების და შპს-ების წესდების დამტკიცების შესახებ და შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ წესდება.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

  ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

  მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის ( გაკოტრების ) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

  საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი ჰქონდა საქართველოს ბანკში, პროკრედიტ ბანკში, თუმცა დღეის მდგომარეობით აღნიშნული ანგარიში დახურულია; ასევე კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში ლიბერთი ბანკში, თუმცა თანხა არ ერიცხება. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო დავალიანება) 42277,67 ლარის ოდენობით (იხ. სსიპ − შემოსავლების სამსახური წერილი).

 აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

  სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის  (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა :

1. შპს „ზესტაფონის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“(ს/კ 230077243) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                                     გენადი მაკარიძე