ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების
დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების
შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2017 წლის 23 ივნისი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის და ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში –
საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,გენდერული თანსწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. გენდერული თანასწორობის საბჭო
საბჭო არის საკრებულოს სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კოორდინირებულად იმუშაოს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამუშაო გეგმა და განახორციელოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) გაანალიზოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტები გენდერული თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები;
დ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, მუნიციპალური პროგრამების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის გენდერულ ასპექტში და მოახდინოს მათი განხორციელების მონიტორინგი;
ე) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ვ) გამოითხოვოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები;
თ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
კ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
მ) საკრებულოს წარუდგენს საბჭოს დებულებაში და შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
ო) წელიწადში ერთხელ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება
1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 9 წევრისა;
2. საბჭოს წევრთა მიღების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, სადაც მითითებული უნდა იყოს საბჭოში გაწევრიანების მსურველი კანდიდატების მიერ შესავსები განაცხადის ფორმა, განცხადების მიღების ვადა და მისამართი.
3. განცხადებების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს საკრებულოს სხდომაზე, საბჭოს შემადგენლობაში გაწევრიანების მსურველთა მიერ შემოსული განცხადებების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ. საკრებულო უფლებამოსილია საბჭოს შემადგენლობა განსაზღვროს გენდერული თანასწორობის დაცვის პრონციპით.
4. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით 3-ჯერ არდასწრება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭო პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.
3. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შედარებით.
6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები.
9. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.