თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2017 წლის 28 აპრილი ქ. თელავი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ა) გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) იქმნება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;
გ) საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით;
დ) საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) შეიმუშაოს და თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
გ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
ვ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო წელიწადში ერთხელ თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
3. საბჭო უფლებამოსილია, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს თავმჯდომარეობს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შერჩეული ერთი წარმომადგენლისაგან და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს რვაზე ნაკლები.
5. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით;
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯომარის ხმა;
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს.
1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
1. ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.