ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №129 |
|
2025 წლის 25 ივნისი ქ. ქუთაისი |
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
|
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება;
ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის ზედამხედველობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
ა) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შესაბამისი საკითხები, სათანადო კვლევების საფუძველზე მოამზადოს დასკვნები, რეკომენდაციები;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების იმგვარად შესამუშავებლად, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია;
გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხების შესწავლისა და განხილვისათვის მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან/და ექსპერტები, ითანამშრომლოს და მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხების შესწავლისა და განხილვისათვის მოიწვიოს აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) შეიმუშაოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი და წარუდგინოს საკრებულოს;
ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით ირჩევს საბჭო.
4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება 12 წევრით. საბჭოს შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების წევრები, მერიის სამსახურების წარმომადგენლები.
6. საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ, ექვსი თვის განმავლობაში საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) გარდაცვალება;
ზ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა/უფლებამოსილების ვადის ამოწურვა და საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლება.
2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ადგენს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით.
2. წლიური ანგარიში საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ქვეყნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.