წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2025 წლის 30 ივნისი ქ. წალკა |
|
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით თემატური მოკვლევის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;
გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ, ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) საკრებულოსა და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით;
ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, ადგილობრივ ბიუჯეტში მათი გათვალისწინების მიზნით;
თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და ,წელიწადში ერთხელ, საკრებულოსთვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში.
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, თავმჯდომარის მდივნისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატიდან ერთი წარმომადგენელი;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტის მერიიდან: წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 5 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე;
გ) საბჭოს წევრები ასევე შეიძლება იყვნენ: კერძო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
2. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ბრძანებით ამტკიცებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს წევრის კანდიდატურას ,ფრაქციის შემადგენლობიდან, წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. საბჭოს წევრების კანდიდატურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახის წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.