„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1236
2017 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში (შემდგომში – №299 განკარგულება) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა №81-ში მდებარე 3307.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 – არასაცხოვრებელი, განაშენიანება – 1018.91 კვ.მ, ობიექტი №2 – არასაცხოვრებელი, განაშენიანება – 131.52 კვ.მ, ობიექტი №3 – არასაცხოვრებელი, განაშენიანება – 28.25 კვ.მ, ობიექტი №4 – არასაცხოვრებელი, განაშენიანება – 230.55 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.517), ამავე მისამართზე მდებარე 36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა – ობიექტი №1 – ავტოფარეხი, განაშენიანება – 35.83 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.518) და ამავე მისამართზე მდებარე 1008.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 (ღია სპორტული მოედანი) – განაშენიანების ფართი – 563.03 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.443) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „თემა ჯგუფს“ (ს/კ: 405070881) („სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) (ს/კ: 205189464) უფლებამონაცვლე).“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი და არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის აშენება და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება. ასევე ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმროს აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) თვის ვადაში;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმროში არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით;
ბ.დ) ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, №64.23.02.241 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ღია ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით;
ბ.ე) ამ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 110 000 (ას ათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ბ.ვ) ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, №64.23.02.240 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სკვერის მოწყობა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით;
ბ.ზ) ამ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 156 000 (ას ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ბ.თ) №64.23.02.443 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული სპორტული მოედნის ფუნქციონირების შენარჩუნება ამ პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე.“;
გ) №299 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.დ“-„ბ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვროს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვე.
2. შპს „თემა ჯგუფმა“ („სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უფლებამონაცვლე), ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, უზრუნველყოს 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედი, №299 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.ე“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის ახალი ან/და შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს №299 განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას, ასევე მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი