სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლ. ენდ ლ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1759
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1759

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლ. ენდ ლ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში შემოსასვლელი გზის მე-13 კმ-ზე მდებარე 10224.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: №72.13.33.826) და ამავე მისამართზე მდებარე 16334.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართი – 1834.72 კვ.მ; №2 საერთო ფართი-198.78 კვ.მ; №3 საერთო ფართი –141.82 კვ.მ; №4 მშენებარე საერთო ფართი – 459.01. კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: №72.13.33.825) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლ. ენდ ლ“-ს (ს/კ: 404986164).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, №72.13.33.826 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე ბიტუმოვანი ნარევებისა და ბუნებრივი ასფალტის მწარმოებელი, ასევე ბეტონის და ქვის სამსხვრევი საწარმო(ები)ს შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და ინფრასტრუქტურის მოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, ეზოს კეთილმოწყობას (მათ შორის: გამწვანებას, გარე განათების მოწყობას));

გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 535 000 (ოთხი მილიონ ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

დ) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებამდე (გზის ექსპლუატაციაში მიღებამდე), მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში №72.13.33.825 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების განუხორციელებლობა;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ლ. ენდ ლ“-ისთვის შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, №72.13.33.825 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან ამავე ქონების ზემოაღნიშნული შეტყობინებით მოთხოვნილი ნაწილის გამოთავისუფლების და მისი უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის უზრუნველყოფა;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნის შედეგად №72.13.33.825 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან ამავე ქონების ზემოაღნიშნული შეტყობინებით მოთხოვნილი ნაწილის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოცემის შემთხვევაში, შპს „ლ. ენდ ლ“ უარს აცხადებს ამავე უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე გაწეული ნებისმიერი დანახარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე;

ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმო(ებ)ში არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. შპს „ლ. ენდ ლ“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი