გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.06.2017 ძალადაკარგული 07.08.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.166.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2017 წლის 27 ივნისი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრი და თანამდებობრივი სარგოები ცხრილის შესაბამისად :

№   

თანამდებობათა რეესტრი

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები ლარებში

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის  პირველი მოადგილე

1400

3

გამგებლის მოადგილე

1300

 

I რანგი (მაღალი მმართველობითი დონე)

 

4

სამსახურს უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1000

 

II რანგი ( საშუალო მმართველობითი დონე)

 

5

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

810

 

III რანგი (უფროსი სპეციალისტი)

 

6

II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

560

7

III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

530

 

IV რანგი (უმცროსი სპეციალისტი)

 

8

II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

350

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №53 დადგენილება „გურჯაანის მუნციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/10/2014, 270070000.35.166.016181). 
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2017  წლის 1 ივლისიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი