ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2017 წლის 27 ივნისი დაბა ასპინძა |
|
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2017 წლის 27 ივნისი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა-რანგირების, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესაბამისად და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014წ., 010250050.35.140.016120) და „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/03/2016წ., 010320010.35.140.016216).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგობი
N
რანგი
შტატის დასახელება
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები
11
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2650
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1
2000
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1400
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
4
1400
2
საკრებულოს აპარატი
3
I რანგი
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
1
1200
II რანგი
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი–საორგანიზაციო განყოფილების უფროსი
1
900
III რანგი
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მთავარი სპეციალისტი კადრებისა და წერილების საკითხებში
1
670