📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016320
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,620 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2017 მიღება
01.07.2017 ძალაში შესვლა
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №16 2017 წლის 28 ივნისი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქა­ლაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №22 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 01/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016218). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპო­­რტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები და სამსახურის საქმიანობის პრინციპები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან. 5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი“, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. 7. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწო­რებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. თავი II სამსახურის უფლებამოსილებები, სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარება; ბ) მერისათვის ხელშეწყობა სახელოვნებო დაწესებულების მართვის საკითხებში; გ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; დ) კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება; ე) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ზ) მერისათვის ხელშეწყობა სკოლამდელი დაწესებულებების მართვაში; თ) წინადადებების მომზადება განათლებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; ი) ახალგაზრდობის საქალაქო პროგრამების სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება; კ) მერიის მიერ სპორტის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ლ) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით წინადადებების, კონცეფციების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; მ) დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი საქმიანობის სტიმულირებისათვის წინადადებების შემუშავება; ნ) წინადადებების მომზადება სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; ო) სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; მათი აქტიური ჩართვის ხელშეწყობა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში და მათი როლის გამოკვეთა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; პ) ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწყობა; ჟ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; რ) ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ს) თვითმმართველი ერთეულის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა; ტ) ხელოვნებასა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა; უ) სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა; ფ) საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ქ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება; ღ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება და მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უფლებამოსილ პირს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ) კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ე) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დაცვას; ვ) კონტროლს უწევს სამსახურის მიერ საქმისწარმოების წესებისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვას; ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზეც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; კ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, ვიცე-მერს და მერის მოადგილე(ებ)ს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში; პ) ესწრება მერის თათბირებს; ჟ) ესწრება საკრებულოს სხდომებს, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების (სამუშაო ჯგუფების) მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს; ს) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდ­გომში – უფროსის მოადგილე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. უფროსის მოადგილე: ა) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას; ბ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში; გ) ესწრება მერის თათბირებს; დ) სამსახურის უფროსის დავალებით კონტროლს უწევს სამსახურის სტრუქტრული ქვედანაყოფების საქმიანობას; ე) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს; ვ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, ვიცე-მერისა და მერიის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს; ი) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; კ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება; 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. განათლებისა და კულტურის  განყოფილება 1. განათლებისა და კულტურის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარებას; ბ) ხელს უწყობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს სახელოვნებო დაწესებულების მართვის საკითხებში; გ) უზრუნველყოფს კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას; დ) კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს; ე) თანამშრომლობს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; ზ) ხელს უწყობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს სკოლამდელი დაწესებულებების მართვაში; თ) ამზადებს წინადადებებს განათლებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; ი) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსთან ან/და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის/უფროსის მოადგილის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება 1. სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება: ა) ახალგაზრდობის საქალაქო პროგრამების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს; ბ) ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპორტის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; გ) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, კონცეფციებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას; დ) შეისწავლის დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და შეიმუშავებს წინადადებებს მათი საქმიანობის სტიმულირებისათვის; ე) ამზადებს წინადადებებს სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; ვ) ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას; ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში და მათი როლის გამოკვეთას საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; ზ) ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარებას; თ) ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; ი) ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას; კ) უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართვას თვითმმართველი ერთეულის პროგრამებში; ლ) ხელს უწყობს ხელოვნებასა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას; მ) ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირებას; ნ) თანამშრომლობს საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ო) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზებას უწევს კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას; პ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსთან ან/და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ უფროს სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის/უფროსის მოადგილის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. თავი IV სხვა დებულებები მუხლი 10🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.